Belive

პირლო, დელ პიერო და კაპელო: იუვენტუსის ლეგენდებმა რონალდუ მწვავედ გააკრიტიკეს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე სეზონში, მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. იტალიურმა გრანდმა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლა "პორტუსთან" ორი მატჩის ჯამში ნათამაშები ფრეს - 4:4 შემდეგ და სტუმრად გაშვებული მეტი გოლის გამო, დაასრულა. მტკივნეული შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ბებერი ქალბატონის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს მისამართით კრიტიკა, კლუბის ლეგენდარულმა მწვრთნელმა და კაპიტანმა, შესაბამისად ფაბიო კაპელომ და ალესანდრო დელ პიერომ არ დაიშურეს. "არსებობს გოლები, რომლის გაშვებაც არ შეიძლება. კრიშტიანუ რონალდუ ცოცხალ კედელში იდგა, ახტა, და ბურთს ზურგი აქცია. ვინც კედელში დგას, მას ბურთის არ უნდა ეშინოდეს. ეს უპატიებელი შეცდომაა და მას ახსნა არ აქვს", - თქვა 74 წლის სპეციალისტმა.

თავის მხრივ, დელ პიერო პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მომენტების გამოუყენებლობის გამო აკრიტიკებს: "მას ბევრი შანსი არ მისცემია, მაგრამ რაც მიიღო, უნდა გამოეყენებინა". 36 წლის თავდამსხმელის შეცდომა ვერც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ დაფარა: "ჩვენ ვირჩევთ ფეხბურთელებს, რომლებიც ცოცხალ კედელში უნდა იდგნენ. აქამდე არასდროს მომხდარა ისეთი ფაქტი, რომ ისინი შემობრუნებულიყვნენ და ბურთისთვის ზურგი ექციათ. ალბათ ისინი ფიქრობდნენ, რომ ძალიან დიდი დისტანცია იყო და საფრთხე არ მოელოდათ. ეს შეცდომა იყო. ჩვეულებრივ, ასეთი რამ არ ხდება, ფეხბურთელებმა ვერ იგრძნეს, რომ სახიფათო ეპიზოდი იყო და გოლიც გაუშვეს".  ტურინული კლუბის მიზნები ამ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლით და კოპა იტალიაზე წარმატების მიღწევით შემოიფარგლება. სათასო დაპირისპირებაში, გუნდი ფინალშია გასული და "ატალანტასთან" დაპირისპირებას ელოდება, ხოლო სერია A-ში 25 ტურის შემდეგ, 52 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები