Belive

პირლო: "რონალდუ მთელ გუნდს მაგალითს აძლევს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კალიარისთან" გამარჯვების შემდეგ, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალაზე ისაუბრა. კრიშტიანუ რონალდუმ "კალიარისთან" დუბლის შესრულება შეძლო და მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, 6 მატჩში 8 გოლს მოუყარა თავი. ასევე აღსანიშნავია, რომ რონალდუ გახდა პირველი მოთამაშე "იუვენტუსის" ისტორიაში, რომელმაც სერია ა-ში ჩატარებულ პირველ 5 შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო (კორონავირუსით დაინფიცირების გამო, პორტუგალიელს 16 დღის გამოტოვება მოუწია).
"რონალდუ ნამდვილი პროფესიონალია და ეს ყველამ კარგად იცის. ის არის ჩემპიონი, რომელიც სხვებისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს - როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი ერთადერთი რჩევა არის ის, რომ ამ დონეზე რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა უნდა შეძლოს", - აღნიშნა ანდრეა პირლომ.
ტურინელები "კალიარის" წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ. საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გახლდათ ის, რომ მოედანზე მყოფი "იუვეს" 9 ფეხბურთელი ბურთს მინიმუმ 60-ჯერ შეეხო, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ, "ბოლონიასთან" თამაშისას მოხდა (2018).    

სხვა სტატიები