Belive

პირლო რონალდუს კრიტიკას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია ა-ს 32-ე ტურის შეხვედრაში, "იუვენტუსი" "პარმას" დაუპირისპირდა. ტურინში გამართლი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. შეხვედრის 25-ე წუთზე, გასტონ ბრუგმანმა ბუფონის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. გულშემატკივრების დიდი ნაწილი გაშვებულ გოლში კრიშტიანუ რონალდუს ადანაშაულებს. ფანები მიიჩნევენ, რომ ცოცხალ კედელში მდგარმა რონალდუმ ბურთს თავი აარიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ბიანკონერის" მთავარმა მწვრთნელმა - ანდრეა პირლომ აღნიშნული ეპიზოდი შეაფასა. იტალიელმა სპეციალისტმა სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
"სამწუხაროდ მსგავსი რამ ხდება. დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ, თუ როგორ მოვიქცეთ მომავალში და ღირს თუ არა კრიშტიანუ რონალდუს ცოცხალ კედელში დაყენება", - აღნიშნა ანდრეა პირლომ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ "ბიანკონერის" 2018 წელს შეუერთდა და ტურინული გრანდის მაისურით 97 გოლის გატანა შეძლო. 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის შესანიშნავი სტატისტიკის მიუხედავად, იგი არაერთხელ გახდა ტიფოზების კრიტიკის მსხვერპლი.

სხვა სტატიები