Belive

პირლომ მორატას გაცუდებულ მომენტზე კომენტარი გააკეთა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურის შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით გამოირჩეოდა, სადაც მასპინძლებმა პირველ ტაიმში დაწინაურება მოახერხეს. სტუმრებმა შეხვედრის 57-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, გოლიდან 6 წუთში კი კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გამოიყენა და საბოლოო ანგარიშიც, ფრე - 1:1 დაფიქსირდა. ზემოთხსენებული გოლებისა და ვერგამოყენებული პენალტის გარდა, ტურინელებს 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომელიც ალვარო მორატას ამოუხსნელი ქმედების შედეგად უშედეგო აღმოჩნდა.

მორატას ვერგამოყენებული მომენტით აღშფოთებული პირლო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბრაზს ვერ მალავდა.
"მორატას მიერ აცილებულმა დარტმამ ძალიან გამაბრაზა, ასეთი მომენტების ვერგამოყენების უფლება საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ", - განაცხადა ანდრეა პირლომ.
მე-12 ტურის შემდეგ ტურინელები24 ქულით, სერია ა-ს მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან, უახლოეს მდევარს, "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩებიან, ლიდერ "მილანს" კი 4 ქულით.

სხვა სტატიები