Belive

პირს მორგანი: ,,მსაჯს მესი უნდა გაეძევებინა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანელი ჟურნალისტის, პირს მორგანის აზრით, ნიდერლანდებთან შეხვედრაში მსაჯს, მატეო ლაოსს, ლეო მესი უნდა გაეგდო:

,,მესი მოედანზე არ უნდა ყოფილიყო, მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო, შემდეგ კი წითელი...

ლეომ გუშინ შეურაცხყოფა მსაჯს, მეტოქე გუნდის მწვრთნელსა და ერთ-ერთ ფეხბურთელს მიაყენა. ვფიქრობ, ასეთი რამ რონალდუს რომ გაეკეთებინა, მედიისგან უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობდა,'' - დაწერა მორგანმა ტვიტერის პირად გვერდზე.

მორგანი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, კრიშტიანუ რონალდუსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ პორტუგალიელს მიიჩნევს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩში მესიმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,ალბისელესტეს” მეტოქე ნახევარფინალში ხორვატია იქნება. შეხვედრა სამშაბათს, 13 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები