Belive

"პირველ ეტაპზე ინგლისში, შემდეგ ევროპაში და ბოლოს მსოფლოში საუკეთესონი ვიქნებით" - ერიკ ტენ ჰაგი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი აცხადებს, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო გუნდის შექმნა სურს:

"ახლა მანჩესტერში ყოფნა საუკეთესო ადგილია, რადგან ჩვენ საუკეთესო გუნდის აშენება გვინდა. პირველ ეტაპზე ინგლისში, შემდეგ ევროპაში და ბოლოს მსოფლოში საუკეთესონი ვიქნებით."

"მანჩესტერში" გადმობარგების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგის მოგებათა პროცენტულობა 70%-ს უტოლდება. მას შემდეგ, რაც ნიდერლანდელმა "წითელი ეშმაკები" ჩაიბარა, სტატისტიკურად ისინი ყოველ თამაშში 2.2 ქულას იღებენ. ამჟამად "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს და პირველ ადგილზე მყოფ "არსენალთან" 11 ქულა აშორებს. "იუნაიტედს" შემდეგი შეხვედრა დღეს EFL თასზე "ნოტინგემის" წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები