Belive

პირველად 1996 წლის შემდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" რეკორდების მსხვრევას განაგრძობს, საქმე იმაშია, რომ 1995/1996 წლების სეზონის შემდეგ პირველად, "წითელი ეშმაკების" 4 ფეხბურთელს აქვს პრემიერლიგის ერთ სეზონში 10 ან 10-ზე მეტი გოლი გატანილი. რამდენიმე წუთის წინ ტონი მარსიალის მიერ "უოტფორდის" კარში გატანილი გოლი სწორედ მეათე აღმოჩნდა ფრანგი ფეხბურთელისთვის და იგი რომელუ ლუკაკუს, პოლ პოგბას და მარკუს რეშფორდს შეუერთდა, აღსანიშნავია რომ, რეშფორდმაც მეათე გოლი სწორედ ამ თამაშში გაიტანა. 1995/96 წლების სეზონში კი ათგოლიანთა ოთხეული ასე გამოიყურებოდა: ერიკ კანტონა (14), ენდი კოული (11), რაიან გიგზი (11), პოლ სქოულზი (10)

სხვა სტატიები