Belive

პირველად 2005 წლის შემდეგ - მესი ოქროს ბურთის მოგების 30 ნომინანტს შორის არ არის

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

France Football-მა ის 30 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც წელს ,,ოქროს ბურთისთვის'' იბრძოლობენ. ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა ჯილდოს მოქმედი მფლობელი ლეო მესი, რაც 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა.


,,ოქროს ბურთის'' მოგების 30 კანდიდატი:
  • ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია)
  • მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი)
  • ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, ინგლისი)
  • ჟოაუ კანსელუ  (მან. სიტი, პორტუგალია)
  • ანტონიო რუდიგერი (ჩელსი/რეალი, გერმანია)
  • ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული, ნიდერლანდები)
  • იოზუა კიმიხი (ბაიერნი, გერმანია)
  • კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი, საფრანგეთი)
  • ბერნარდუ სილვა (მან. სიტი, პორტუგალია)
  • კაზემირო (რეალი, ბრაზილია)
  • კევინ დე ბრუინე (მან. სიტი, ბელგია)
  • ფაბინიო (ლივერპული, ბრაზილია)
  • ფილ ფოდენი (მან. სიტი, ინგლისი)
  • რიად მარეზი (მან. სიტი, ალჟირი)
  • ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)
  • რაფაელ ლეაუ (მილანი, პორტუგალია)
  • მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
  • ლუის დიასი (ლივერპული, კოლუმბია)
  • ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია)
  • რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი/ბარსელონა, პოლონეთი)
  • კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი)
  • კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი, პორტუგალია)
  • ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი/მან სიტი, ნორვეგია)
  • სებასტიენ ალე (ბორუსია, კოტ-დ'ივუარი)
  • ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი)
  • სადიო მანე (ლივერპული/ბაიერნი, სენეგალი)
  • კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)
  • დარვინ ნუნიესი (ბენფიკა/ლივერპული, ურუგვაი)
  • სონ ჰინ მინი (ტოტენჰემი, სამხრეთ კორეა)
  • დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინა/იუვენტუსი, სერბეთი)

,,ოქროს ბურთისთვის'' ვერ იბრძოლებს ,,პარი სენ ჟერმენის'' კიდევ ერთი ვარსკვლავი, ნეიმარი, რომელიც ტოპ სამეულში კარიერის განმავლობაში ორჯერ მოხვდა.

წელს, პირველად ისტორიაში, ჯილდო ფეხბურთელს სეზონის შედეგების მიხედვით გადაეცემა და არა კალენდარული წლის.

სხვა სტატიები