Belive

პირველად არსებობაში - რენი ჩემპიონთა ლიგაზეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თავისი არსებობის მანძილზე პირველად "რენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ფრანგებმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური ევროპა ლიგის მეოთხედფინალებში დაფიქსირებული შედეგების გამო მოიპოვეს. კერძოდ, ევროპა ლიგის 1/2 ფინალში ის გუნდები გავიდნენ, (შახტარი, ინტერი, იუნაიტედი და სევილია) რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება თავიანთი ჩემპიონატიდან უკვე მოიპოვეს. შესაბამისად, "რენისთვის" ადგილი გათავისუფლდა და გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის ნაცვლად, პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი კორონავირუსის გამო შეწყდა. პაუზის დროს "რენმა" "ლილს" მხოლოდ 1 ქულით გაასწრო.

სხვა სტატიები