Belive

პირველად, ბოლო 10 წელიწადში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე 10-წლიანი წაუგებელი სერია დაასრულა - გარეთ საუთგეიტის გუნდი ევროშესარჩევში, ჩეხეთთან - 1:2 დამარცხდა. აქამდე, "სამ ლომს" შესარჩევი ეტაპების ეგიდით გამართული ბოლო 43 შეხვედრიდან არცერთი ჰქონდა დათმობილი - 34 მოგება, 9 ფრე. ბოლოს ინგლისმა 2009 წლის 10 ოქტომბერს, უკრაინასთან - 0:1 წააგო, მუნდიალის შესარჩევში. მარცხის მიუხედავად, 2018 წლის მუნდიალის მეოთხეადგილოსანი ნაკრები 12 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა. შემდეგ ტურში, 14 ოქტომბერს, ინგლისი ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები