პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში!

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე პრემიერლიგის ორი უძლიერესი გუნდი “მანჩესტერ სიტი” და “ტოტენჰემი” ერთმანეთს დაუპირისპირდა.

მანჩესტერელების საშინაო არენა “ეტიჰადი” ფეხბურთის ისტორიაში შევა, ვინაიდან სწორედ აქ საწყის 11 წუთში ოთხი გოლი გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ოთხი გოლია!

შეგახსენებთ, რომ 11 წუთის შემდეგ “სიტისა” და “ტოტენჰემს” შორის ანგარიში 2:2 გახლდათ.

 

(481)

სტატიის ავტორი
-