პირველად ისტორიაში ქართველ არბიტრს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა

ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. 35 წლის ქართველი არბიტრი ბოლო წლებში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე მუშაობს. 2020 წელს კი, ქართულ ბრიგადასთან ერთად გიორგი ყრუაშვილმა 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.

ქართველი არბიტრები გოგა კიკაჩეიშვილი და ირაკლი კვირიკაშვილი კი, რომლებიც დღემდე ფიფა-ს მესამე კატეგორიის არბიტრის რანგში მსაჯობდნენ, დღეიდან საქმიანობას მეორე კატეგორიის არბიტრის რანგში განაგრძობენ.

წყარო: nakrebi.ge

პირველად ისტორიაში ქართველ არბიტრს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა

სტატიის ავტორი
-