Belive

პირველად ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოლე გუნარ სოლსკიაერის სადებიუტო მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში წარმატებული აღმოჩნდა, ნორვეგიელის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გასვლაზე "კარდიფი" 1:5 დაამარცხა და რაც მთავარია ლამაზი თამაში აჩვენა. ამ მატჩში დაფიქსირდა შემთხვევა, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არ მომხდარა, კლუბმა პრემიერლიგის მატჩში 5 გოლი უკანასკნელად, 2013 წლის 19 მაისს, "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გაიტანა, მატჩი კი ანგარიშით 5:5 დასრულდა და ფერგიუსონიც ისე ქარიზმატულად ჩამოშორდა სამწვრთნელო კარიერას, როგორც იგი გაატარა. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში "წითელი ეშმაკების" კარში ჰეთ-თრიქი კლუბის ამჟამინდელმა ცხრიანმა, რომელუ ლუკაკუ შეასრულა, რომელსაც დღეს არ უთამაშია. ასევე აღნიშვნის ღირსია ის, რომ დღევანდელ მატჩში "მანჩესტერმა" წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბურთის ფლობასა და ზუსტ გადაცემებში დააფიქსირა. პირველი გოლი კი წელს გატანილ გოლთა შორის ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა, და 3 გოლიც "იუნაიტედმა" პირველ ტაიმში ამ სეზონში პირველად გაიტანა.

სხვა სტატიები