Belive

პირველად პრემიერლიგის ისტორიაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2018-2019 წლების პრემიერლიგის სეზონი მრავალი კუთხით აღმოჩნდა გამორჩეული. სხვადასხვა რეკორდებსა და მიღწევებს ჩვენს საიტზე უკვე გაეცნობოდით, თუმცა ინგლისელ სტატისტიკოსებს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩნდათ მარაგში. უკვე დასრულებულ სეზონში პირველად მოხდა რომ ორმა მცველმა 10+ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ორივე მათგანი "ლივერპულის" ღირსებას იცავს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ამ სეზონში 12 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მის საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე ენდი რობერტსონმა თანაგუნდელებს 11-ჯერ გაატანინა გოლი. "ლივერპულმა" 38 მატჩში 89 გოლი გაიტანა და ჩემპიონატი 97 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები