Belive

პირველად შვიდი წლის შემდეგ, იუვენტუსი BBC-ს გარეშე

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურინის "იუვენტუსი" პარმასთან დღეს  (23:30) გასამართ მატჩს მძიმე დანაკლისით შეხვდება, საქმე იმაშია, რომ "ბებერ ქალბატონს" ტრავმის გამო ერთბაშად სამი მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი გამოაკლდა, რომლებსაც მეტსახელად ფეხბურთის გულშემატკივარი BBC-ს ეძახის (Bonucci, Barzagli, Chiellini). აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსის" რიგებში ეს ფეხბურთელები თითქმის ყველა მატჩს ატარებენ, მას შემდეგ რაც ბოლოს ამ სამი ფეხბურთელისგან არც ერთი არ იყო მოედანზე, მთელი შვიდი წელი გავიდა. 2012 წლის 11 მარტს, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართული მატჩი, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა, კიელინიმა და ბარძალიმ ტრავმის გამო, ბონუჩიმ კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. საინტერესოა, რომ მაშინ დაცვის ცენტრში მარტინ კასერესმა ითამაშა, რომელიც შემდეგ "იუვენტუსიდან" წავიდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი დაბრუნდა და დღესაც იგივე პოზიციაზე მოუწევს თამაში. თუმცა მასიმილიანო ალეგრის ჯერჯერობით სანერვიულო არ აქვს, მისი გუნდი ჩემპიონატს 11 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და მორიგ სკუდეტომდე მხოლოდ დრო აშორებს, მაგრამ დაცვითი ტრიოს დაბრუნება თებერვლის შუა რიცხვებამდე აუცილებლად უნდა მოესწროს, ვინაიდან 21 თებერვალს "ბებერი ქალბატონი" მადრიდში მიემგზავრება, ადგილობრივი "ატლეტიკო" და დიეგო სიმეონე მრისხანე მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩისთვის ელოდებიან.

სხვა სტატიები