Belive

პირველი ჩემპიონი ტოპ 5-ში - საფრანგეთში ყველაფერი გადაწყდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის ჩემპიონია. კორონავირუსის პანდემიის გამო, ლიგა 1-ში სეზონი ნაადრევად დასრულდა, პირველადგილოსანი "პსჟ" კი ჩემპიონად გამოცხადდა. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, ჩემპიონთა ლიგის საგზური "მარსელმა" და "რენმა", ხოლო ევროპის ლიგის "ლილმა", "რეიმსმა" და "ნიცამ" მოიპოვეს. ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული გრანდი "ლიონი" ევროტურნირებს მიღმა დარჩა, არადა "ოლიმპიკს" ევროზონასთან 1 ქულა აშორებდა. ასევე დაიჩაგრნენ ორი აუტსაიდერი "ამიენი" და "ტულუზა", რომლებიც შემდეგი სეზონიდან ლიგა 2-ში გამოვლენ. პარიზული გრანდი 27 ტურის შემდეგ 62 ქულით და მეორეადგილოსან "მარსელთან" 12-ქულიანი სხვაობით ლიდერობდა. ისინი ტუტულს ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეცხრედ დაეუფლნენ.

სხვა სტატიები