Belive

პირველი გერმანელი მეკარე...

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კარის დარაჯმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საიუბილეო მატჩი ჩაატარა. გერმანელი მეკარისთვის "ლეგანესის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი, რომელშიც "ბარსელონამ" 3:1 მოიგო, ისტორიული და საიუბილეო აღმოჩნდა. 26 წლის მეკარემ "ლა ლიგაში" მე-100 თამაში ითამაშა. ის გახდა პირველი გერმანელი მეკარე, რომელმაც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მსგავს შედეგს მიაღწია. ტერ შტეგენი კატალონიურ კლუბში 2014 წლიდან ირიცხება. "ლა ლიგის" ეგიდით ჩატარებულ 100 მატჩში 89 გოლი გაუშვა. სულ კი 167 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და  42 შემთხვევაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სხვა სტატიები