Belive

პირველი გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუხედავად საშინაო სარბიელზე არადამაჯერებელი გამოსვლისა, ბუნდესლიგაში მეშვიდე ადგილზე ყოფნისა და შუა სეზონში მწვრთნელის გათავისუფლებისა, მიუნხენის "ბაიერნი" საერთაშორისო დონეზე წარმატებით გამოდის. "რეკორდმაისტერი" ამ სეზონში ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქულათა მაქსიმუმი აიღო (18) - გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ექვსივე შეხვედრა მოიგო. ბურთების შეფარდება 24:5-ზე გახლდათ. საინტერესოა, რომ "ბაიერნი" პირველი გერმანული კლუბია, რომელმაც უპრესტიჟულეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე ასეთი შედეგის დაფიქსირება მოახერხა. ბოლოს ექვსივე შეხვედრა, თანაც ყველაზე დიდი გატანილ/გაშვებული გოლების სხვაობით (+17) 2011/12 წლების სეზონში, ჟოზე მოურინიოს "რეალმა" მოიგო. მაშინ მადრიდელებმა ზაგრების "დინამოს" "აიაქსის" და "ლიონის" წინააღმდეგ ითამაშეს. მთლიანობაში, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მაქსიმალური ქულის მოგროვება მხოლოდ ექვსმა გუნდმა შეძლო: "მილანმა" (1992/93), მოსკოვის "სპარტაკმა" (1995/96), "ბარსელონამ" (2002/03), "რეალმა" (2011/12, 2014-15) და "ბაიერნმა" (2019/20).

სხვა სტატიები