Belive

პირველი კალათა, გზა მუნდიალამდე და ახალი გათამაშების წილისყრა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2020 წლის 3 მარტს, ჰოლანდიის დედაქალაქში უეფას ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშების წილისყრა გაიმართება. ამსტერდამში, უეფას მიერ ჩატარებული ახალი ტურნირის 2020/21 წლების სეზონი წილისყრა შედგება და მასში მონაწილეობას ასოციაციის წევრი 55 ფედერაცია, მათ შორის საქართველო მიიღებს. ახალ გათამაშებაში A, B და C დივიზიონებში 4 კალათა იქნება, ხოლო D დივიზიონში მხოლოდ 2. სადებიუტო გათამაშებაში ჯგუფის მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები C დივიზიონში აღზევდა და პირველ კალათაში საბერძნეთთან, ალბანეთან და მონტენეგროსთან ერთად განთავსდა. მომავალი გათამაშება გამორჩეულია იმით, რომ თუკი წინა სეზონში გუნდები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდნენ, ამჯერად ეროვნული ნაკრებების მიზანი მუნდიალზე გასვლა იქნება. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი შედარებით იოლი გზა იმას გულისხმობს, რომ კლასიკური შესარჩევიდან ჯგუფის 10 გამარჯვებული უდიდესი საფეხბურთო ფორუმის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მეორეადგილოსნები ერთა ლიგის რეიტინგით ორ საუკეთესო გუნდს შეუერთდებიან და ორრაუნდიან ფლეი-ოფს ითამაშებენ, აქედან 3 საუკეთესო კი მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპზე მოხვდება. არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც წილისყრის დროს იმოქმედებს. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ის ქვეყნები, რომელთა შორის გადაადგილებასაც სულ მცირე 9 საათი სჭირდება. გამორიცხულია იმ ნაკრებთა დაპირისპირებაც, რომელთაც შინ საშუალოზე ცივი ზამთარი აქვთ. ცხადია, ერთმანეთს ვერ შეხვდებიან უეფას მიერ კონფლიქტურ ზონებად აღიარებული ქვეყნები. წილისყრა 3 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები