Belive

პირველი მეკარე და საუკეთესო ბრაზილიელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მეკარე ალისონ ბეკერი 2019 წელს ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. "სამბას ოქროს" ჯილდო "სელესაოს" გოლკიპერმა ხმათა 35.54%-ით დაიმსახურა. მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა რობერტო ფირმინომ დაიკავა (23.48%), სამუელი კი "პსჟ-ს" ცენტრალურმა მცველმა ტიაგო სილვამ დაასრულა, რომელსაც მხარი 10.46%-მა დაუჭირა. მეოთხე და მეხუთე პოზიციები შესაბამისად ფაბინიოსა (8.03%) და ნეიმარს (7.57%) ერგოთ. ალისონი პირველი მეკარეა, რომელმაც აღნიშნული ჯილდოს მოპოვება მოახერხა. მან ჟურნალისტებისა და ვეტერანი ფეხბურთელების ხმების მეშვეობით იმარჯვა, ქომაგებმა კი ტიაგო სილვა აირჩიეს. 2019 წელს ალისონმა "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ის პრემიერლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ინგლისურ ტრიუმფსაც სულ ცოტა აშორებს.

სხვა სტატიები