Belive

პირველი ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში, რომელმაც სერია A-ს საწყის 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა - სერია A ხვიჩაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ში ,,ნაპოლის'' თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ სტარტს იტალიის ჩემპიონატის ტვიტერის გვერდი გამოეხმაურა.

,,წარმოგიდგენთ ხვიჩა კვარაცხელიას - პირველი ფეხბურთელი ,,ნაპოლის'' ისტორიაში, რომელმაც სერია ა-ს საწყის 2 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა,'' - წერია სერია A-ს გვერდზე.

კვარაცხელიასთვის ნეაპოლური კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო - სერია A-ს პირველ ტურში, სადებიუტო მატჩში, ხვიჩამ თავი ,,ვერონასთან'' გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მეორე ტურში კი ქართველმა ფეხბურთელმა ,,მონცას'' დუბლი შეუსრულა.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას კვირას, 28 აგვისტოს, ,,ფიორენტინასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები