Belive

პირველი სამსახური - გუტიმ პროფესიონალური გუნდი ჩაიბარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი გუტი "ალმერიას" მთავარი მწვრთნელია. ლა ლიგა 2-ში მოთამაშე გუნდმა პედრო ემანუელი ორშაბათს გაათავისუფლა და მისი შემცვლელი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, თუმცა ცოტა ხნის წინ, კლუბმა ახალი თავკაცის შესახებ მინიშნება გამოაქვეყნა. "ალმერიას" Twitter-ის ოფიციალურმა გვერდმა ბეტმენის კომიქსის მსგავსი ვიდეო დადო, სადაც ცაზე ციფრი 14 ჩნდება, რომლითაც სწორედ ვეტერანი ესპანელი თამაშობდა.

ცოტა ხანში, "ალმერიას" მფლობელმა თურქმა ალ-შეიხმა თავის სოციალურ ქსელში გუტისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
43 წლის ასაკში, პროფესიონალური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ეს გუტის პირველი სამსახური იქნება, აქამდე ის "სამეფო კლუბის" აკადემიაში და "ბეშიქთაშში" სენოლ გიუნეშის ასისტენტად მუშაობდა. "ალმერიას" ლა ლიგა 2-ში 24 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსასთან" გამართავს.

სხვა სტატიები