Belive

პირველი საფეხბურთო მატჩი ომის დაწყების შემდეგ - დინამო კიევი საქველმოქმედო შეხვედრას გამართავს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც უკრაინის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომი დაიწყო, უკრაინულ ფეხბურთში პირველი აქტივობა დაიგეგმა. 12 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ამხანაგური, საქველმოქედო ხასიათის შეხვედრა შედგება, რომელშიც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, "ლეგია" კიევის "დინამოს" უმასპინძლებს. ღონისძიების დროს შეგროვებული მთელი თანხა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ორგანიზაციების დასახმარებლად გადაირიცხება. "ამ მატჩების ჩატარების მიზანი საერთაშორისო საზოგადოების უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის შესახებ ინფორმირება და რუს აგრესორთან ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად თანხების მოძიება", - აცხადებს კიევის "დინამოს" პრესსამსახური. უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და სამხედრო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სხვა სტატიები