Belive

პირველი წაგება - U 21 შვეიცარიაში დამარცხდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები შვეიცარიასთან სტუმრად 1:2 დამარცხდა. გია ცეცაძის გაწვრთნილებმა, 57-ე წუთზე, ვარგასისგან გოლი მიიღეს, თუმცა 4 წუთში ქართველი სნაიპერის გიორგი არაბიძის მორიგი ზუსტი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინეს. არაბიძემ მიმდინარე შესარჩევში უკვე მესამე გოლი გაიტანა, რასთან ერთადაც ნიჭიერ შემტევს 2 საგოლე პასი აქვს და ტურნირის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვბულად ლიდერობს. ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, მასპინძელთა შემტევმა ლოტომბამ ჩვენს საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და გუგეშაშვილის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 3 ტურის შემდეგ პირველი წაგება და 6 ქულა აქვს, რა შედეგითაც სატურნირო ცხრილში მეორეა. შემდეგ შეხვედრას U 21 16 ნოემბერს, საფრანგეთში ჩაატარებს.

სხვა სტატიები