Belive

პირველი უგოლო "ელ კლასიკო" 2002 წლის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა - უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანური ფეხბურთის ყველაზე გამორჩეული მატჩი უგოლოდ დასრულდა. "ბლაუგრანას" მხრიდან შეტევის გამწვავებას, ძირითადად ლიონელ მესი ცდილობდა, თუმცა გოლის გატანა არგენტინელმა ამჯერად ვერ შეძლო. მას მხარი ვერც ლუის სუარესმა აუბა: ურუგვაელმა "რეალის" წინააღმდეგ ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა და კურტუას კარში განსაკუთრებული ხიფათი არ შეუქმნია. რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა გარეთ ბეილს, თუმცა უელსელი  ტერ შტეგენის კარის აღებას უშედეგოდ ცდილობდა. "ბარსელონას" კარში გოლის გატანა ბეილმა სულ რამდენიმე წამით იზეიმა, თუმცა მატჩის არბიტრმა სამართლიანად დააფიქსირა, რომ საგოლე პასის გაკეთებამდე, ფერლან მენდი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანი "კამპ ნოუზე" კვლავ დაუმარცხებელია - ფრანგი სპეციალისტი "რეალის" მწვრთნელის რანგში მეხუთედ ჩავიდა. ზიდანის გუნდმა "ბარსელონას" დამარცხება 2-ჯერ შეძლო, 3-ჯერ კი ფრე ითამაშა.

იხილეთ მიმოხილვა: ბარსელონა 0:0 რეალი 

სხვა სტატიები