Belive

პიტერ კრაუჩი პრემიერლიგაში ბრუნდება?!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ პიტერ კრაუჩი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღეა გავრცელდა, თავიდან ამ მოსაზრებას ჭორის იერი ჰქონდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ასე არაა, ვინაიდან 37 წლის შემტევით პრემიერლიგის საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდი - "ბარნლი" ინტერესდება. "ბარნლის" მწვრთნელმა შონ დიჩმა განაცხადა, რომ გუნდს სწორედ პიტერ კრაუჩისნაირი ფეხბურთელი სჭირდება. თუ რამდენად გამოადგებათ მათ ვეტერანი ფორვარდი ამას უკვე მაყურებელი საკუთარი თვალით იხილავს. ცნობისთვის, დღეს 30 იანვარს პიტერ კრაუჩს 37 წელი შეუსრულდა. ინგლისელს კარიერის განმავლობაში 225 პრემიერლიგის მატჩი აქვს ჩატარებული.  

სხვა სტატიები