Belive

პიტერ კრაუჩმა რონალდოსთან შეხვედრის ისტორია გაიხსენა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისელი ფორვარდი და ბრაზილიელი ლეგენდა ერთმანეთს საფეხბურთო სტადიონზე არასდროს შეხვედრილან, მაგრამ ერთ დღეს კრაუჩი იბიცაზე ერთ-ერთ ბარში ლუდის დასალევად შევიდა და იქ "ფენომენი" დახვდა. "რონალდო ბართან იჯდა და ლუდს სვამდა. გამოველაპარაკე, გამიხარდა რომ მიცნო ვინც ვიყავი. ყოველ ჯერზე, როდესაც ნაზარიო დალევას ამთავრებდა, ულამაზესი მიმტანი მას იმ წამსვე ახლიდან უსხამდა. ძალიან მინდოდა, რომ ამ გოგოს ვეცნე და ეთქვა, პიტერ კრაუჩ ეს შენ ხარ? მაგრამ ვერ მიცნო. ამის შემდეგ რონალდოსთან ერთად ფოტო გადავიღე და ბარიდან წამოვედი."

სხვა სტატიები