Belive

პიტერ კრაუჩმა, რონალდუ თავის საუკეთესო თერთმეტეულში არ შეიყვანა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგის ისტორიაში საკმაოდ დიდი კვალი დატოვა და "იუნაიტედის" გულშემატკივრებს უამრავი ბედნიერი საღამო აჩუქა. სერ ალექს ფერგიუსონმა, პორტუგალიელი უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ხშირად ვხედავთ ყოფილი ვარსკვლავების საუკეთესო თერთმეტეულებს, ან რომელიმე გავლენიანი გამოცემის რჩეულებს და ყველა შემადგენლობაში რონალდუ ფიგურირებს. "ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, შეადგინა მისთვის საუკეთესო თერთმეტეული, სადაც კრიშტიანუს ადგილი არ მოიძებნა. კრაუჩის თერთმეტეული ასე გამოიყურება: მეკარე - პიტერ შმეიხელი მარცხენა მცველი - პატრის ევრა ცენტრალური მცველი - ვინსენტ კომპანი ცენტრალური მცველი - ვირჯილ ვან დაიკი მარჯვენა მცველი - დენის ირვინი ცენტრალური ნახევარმცველი - დავიდ სილვა
1
ცენტრალური ნახევარმცველი - პატრიკ ვიეირა ცენტრალური ნახევარმცველი - კევინ დე ბრუინი თავდამსხმელი - დენის ბერგკამპი თავდამსხმელი - ტიერი ანრი თავდამსხმელი - ჯან ფრანკო ძოლა
ინგლისელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუს, ჯან ფრანკო ძოლა ამჯობინა.  იტალიელი ფეხბურთელი შესანიშნავი გალხდათ, მაგრამ რონალდუზე უკეთესი ნამდვილად არ იყო. ამაზე თავად "ჩელსის" გულშემატკივრებიც თანხმდებიან. კამათი შეიძლება სხვა პოზიციებზეც. მაგალითად ნემანია ვიდიჩი თუ კომპანი? ასევე კრაუჩმა კარში შმეიხელი დააყენა და არა ჩეხი ან ვან დერ საარი, რომლებსაც შმეიხელზე არანაკლები კარიერა ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ კრაუჩი "ლივერპულში" 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 82 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები