Belive

პიზარომ 41 წლის ასაკში კარიერა დაასრულა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბუნდესლიგის ეგიდით ჩატარებული 490 მატჩის შემდეგ, რომელშიც 197 გოლი გაიტანა - კლაუდიო პიზარომ კარიერა დაასრულა. 41 წლის პერუელმა შემტევმა გერმანიის ჩემპიონის მედალი ექვსჯერ მოიპოვა და 21 წლიანი კარიერი მანძილზე, ბუნდესლიგას თავი არაერთი განსაკუთრებული მომენტით დაამახსოვრა. 1999 წელს პიზაროს კარიერა "ვერდერში" დაიწყო და 2020 წელს ბრემენულ კლუბშივე დასრულდა. ბუნდესლიგური კარიერის განმავლობაში, პიზარომ "ბაიერნის" და "კიოლნის" მაისურებიც მოირგო - ორი სეზონის მანძილზე კი ნისლიან ალბიონზე, "ჩელსის" ღირსებას იცავდა. 41 წლის ვარსკვლავისთვის ყველაზე წარმატებული "ბაიერნში" ასპარეზობა აღმოჩნდა. "რეკორდმაისტერთან" ერთად, პიზარო ბუნდესლიგის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა, გერმანიის თასს (DFB-POKAL) ხუთჯერ დაეუფლა. "ბაიერნის" რიგებში პიზარო ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. "ვერდერის" შემადგენლობაში პიზარო გერმანიის თასის (DFB-POKAL) გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ ბრემენული კლუბის რიგებში ჩატარებული უკანასკნელი მატჩი, პიზაროსთვის და კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ბუნდესლიგის გასავარდნ და ასაღზევებელ 2-მატჩიან პლეი-ოფში "ვერდერი" ჰაიდენჰაიმს" დაუპირისპირდა. ბრემენში გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა - საპასუხო შეხვედრაში ასევე საყაიმო ანგარიში (2:2) დაფიქსირდა და "ვერდერმა" ელიტაში დარჩენა შეძლო. კლაუდიო პიზაროს ლეგიონერთა შორის ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (490). აღსანიშნავია, რომ ლეგიონერთა შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ლევან კობიაშვილს ეკუთვნის - ქართველმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 351 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები