Belive

პლატინი ჯარიმის გადახდას არ აპირებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტის, მიშელ პლატინის განცხადებით, იგი FIFA-ში კორუფციის საქმეზე დაკისრებული ჯარიმის, 60 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდას არ აპირებს მანამდე, სანამ  ევროპის ადამიანთა უფლებათა დაცვის სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით, იგი აპელაციის შედეგებს დაელოდება. შეგახსენებთ, რომ პლატინი საფეხბურთო საქმიანობიდან ოთხი წლით იყო მოკვეთილი - სასჯელის ვადა 7 ოქტომბერს გავიდ: „არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს გამოიყენებენ იმისათვის, რომ საფეხბურთო მოღვაწეობას ვერ დავუბრუნდე“, – განაცხადა პლატინიმ AS-თან საუბრისას.

სხვა სტატიები