Belive

პლატინი: "VAR-ი ლამაზი სისულელეა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ვიდეო გამეორების სისტემასთან დაკავშირებით თავისი, თანაც საკმაოდ ნეგატიური აზრი დააფიქსირა. "VAR-ი პრობლემებს არ წყვეტს, ის უბრალოდ მათ ფარავს. კონკრეტულ სიტუაციაში იმას, რომ სისტემამ სწორი გადაწყვეტილება გამოიტანოს, საათნახევარი სჭირდება, თუმცა ხშირად ეს გადაწყვეტილება სიმართლესაც არ ასახავს. მე VAR-ის წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ლამაზად შეფუთული სისულელეა. სამწუხაროდ, ამას არასდროს ვაღიარებთ",-თქვა ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა. 2015 წელს, ფიფას ეთიკის კომიტეტმა პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით აუკრძალა. მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, დისკვალიფიკაცია შეჩერდა. VAR-ი ფეხბურთში 2017 წელს დაინერგა და მას შემდეგ თითქმის ყველა წამყვან ტურნირზე აქტიურად გამოიყენება.

სხვა სტატიები