Belive

პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის პლეი-ოფის წილისყრა შედგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ორი თბილისური კლუბი "დინამო" და "ლოკომოტივი" არ მოადგნენ. "რკინიგზელები" ესპანურ "გრანადას", ხოლო "ლურჯ-თეთრები" ფარერების ჩემპიონ "კლაკსვიკს" დაუპირისპირდებიან. ამ ბარიერების დაძლევის შემთხვევაში, ცნობილია, თუ რომელ კლუბს დაუპირისპირდებიან ქართული კლუბები. "ლოკომოტივის" მეტოქე შვედურ "მალმიოსა" და ხორვატულ ზაგრების "ლოკომოტივს" შორის გამარჯვებული იქნება. ქართული გუნდი მატჩს სტუმრად ჩაატარებს, რაც შეეხება "დინამოს", ის მოლდოვურ "შერიფსა" და  ირლანდიურ "დანდალკს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ჩისკოს გუნდი მატჩს სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები