Belive

პოჩეტინო: "ასეთ მარცხთან შეგუება ძალიან რთულია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მიუნხენის "ბაიერნთან" უმძიმესი მარცხის (2:7) შემდეგ, "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა. "ძალიან რთულია ასეთ მარცხთან შეგუება, თუმცა ჩვენს მეტოქეს ისეთი უნარ-ჩვევები აქვს და მომენტები იმდენად კარგად გამოიყენა, რომ სხვა შედეგი გარდაუვალი იყო.  რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ერთობას და სიძლიერეს შევინარჩუნებთ. ფეხბურთში მთავარია რა შედეგს აჩვენებ დღეს და არა ის, როგორ გამოიყურებოდი 3 თვის წინ. მთავარია რა შეგიძლია ამჟამად",-თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა. B ჯგუფში ტოტენჰემს ბერძნულ ოლიმპიაკოსთან ნათამაშები ფრის (2:2) შედეგად, ერთადერთი ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები