Belive

პოჩეტინო: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას არ ვგეგმავდით"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. "ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა იმას ნიშნავს, რომ "ტოტენჰემი" ფეხბურთის მწვერვალზე იმყოფება. ჩვენ ამ მომენტით ვტკბებით, რადგან ფინალში გასვლის ემოციის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული, რა მოხდა. რამდენადაც უკეთესად შევძლებთ არსებული მდგომარეობის გააზრებას, იმდენად კარგად ვითამაშებთ მადრიდში. მინდა გითხრათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ თითოეულ მატჩში ისე ვიბრძოდით, თითქოს ეს ფინალი იყო. ამისი ნათელი მაგალითია ის, რომ თითოეული გოლით ისევე ვხარობდით, როგორც ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უსაზღვრო ემოციების ფონზე ხდება. სიმართლე გითხრათ, ფინალში გასვლა ჩვენს მთავარ მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენდა, თუმცა ჩვენ თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოდით, რაც ყველა ბარიერის გადალახვაში დაგვეხმარა. სწორედ ამ განწყობამ მოგვიყვანა ფინალამდე," აღნიშნა პოჩეტინომ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება.  

სხვა სტატიები