Belive

პოჩეტინო: "გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურნირის ვიცე-ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ტოტენჰემმა" ლონდონში, "ცრვენა ზვეზდა" - 5:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ, რომლის გუნდმაც სეზონი არასტაბილურად დაიწყო, კომენტარი გააკეთა. "მატჩის შედეგი მნიშვნელოვანი იყო ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და მეორე, რომ გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კმაყოფილი ვარ. სასიამოვნო გრძნობაა. აშკარა ხდება, რომ ჩვენ მხოლოდ დრო გვჭირდებოდა, ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. წელს ახალი სეზონისთვის მომზადება საკმაოდ გვიან დავიწყეთ, თუმცა ეს თავის გასამართლებელი საბუთი არ უნდა იყოს. თუ სამსახურში აგვიანებ, მაშინ უნდა დააჩქაროთ. ჩვენს პროფესიაში გადადება შეუძლებელია. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ, სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის. გაიღიმეთ სირთულეების საპასუხოდ, შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება და შემდეგ მატჩებში გამარჯვების იმედი გქონდეთ. ვიცი, რომ გულშემატკივრებს ვუყვარვარ, მეც იგივეს ვგრძნობ მათ მიმართ, თუმცა თავად კლუბი ჩემთვის პირველ ადგილზეა. რთული ეტაპი გადავლახეთ და ვაჩვენეთ, რომ ერთი გუნდი ვართ. მთავარია, ის რაც ასე გვიყვარს, ერთგულებით დავიცვათ",-თქვა არგენტინელმა. 4 ქულით ტოტენჰემი მეორე ადგილზეა და "მიუნხენის ბაიერნს" 5 პუნქტით ჩამორჩება.

სხვა სტატიები