Belive

პოჩეტინო: "მადლობა ფეხბურთს" (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსთან" მოპოვებული საოცარი გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, აღსანიშნავია რომ არგენტინელმა ინტერვიუს დროს ცრემლებიც ვერ შეიკავა: "ემოციების გამო ახლაც მიჭირს საუბარი. მადლობა ფეხბურთს, მადლობა ჩემს ბიჭებს, ისინი გმირები არიან. მეორე ტაიმი შეუდარებელი იყო, ფეხბურთს საოცარი შეგრძნებების ჩუქება შეუძლია. მადლობა გულშემატკივრებს და მათ ვისაც სჯეროდა ჩვენი. მე ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი რომ როდესაც მუშაობ და გიყვარს საქმე, უკვე ყველაფერი შემართებაზეა და სტრესს აქ არაფერი ესაქმება. "სიტისთან" გამარჯვებაც და დღევანდელი დღეც სწორედ ამის გაცნობიერების შედეგი იყო. მე მადლობელი ვარ რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობ და ფეხბურთში ვარ. ყველანი გმირები არიან, მაგრამ დიახ, ლუკას მოურა დღეს სუპერგმირია. ის ბრწყინვალე ადამიანია. მან და ყველამ ამ კლუბში დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ჩვენ ამ მომენტამდე 5 წელი მოვდიოდით. ახლა პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩი გველის, შემდეგ კი ფინალისთვის მოვემზადებით"  

სხვა სტატიები