Belive

პოჩეტინო: "მესი? დელე ალი? ჩემს გუნდში ნებისმიერი დიდი ფეხბურთელი შეიძლება მოხვდეს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთთან დიდხნიანი განშორების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინო კვლავ საქმეს შეუდგა: "ტოტენჰემის" ყოფილი თავკაცი "პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელად წარადგინეს. პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტები დაინტერესდნენ - ვინ იქნება პირველი ვარსკვლავი, რომელსაც პოჩეტინო პარიზულ გუნდში დაიმატებს?
"თითოეული გუნდი უნიკალურია. ახლა ტოტენჰემზე საუბრის დრო არ არის, ამ მომენტში, ჩემი გული 100%-ით პარიზშია. რაც შეეხება ახალ ვარკსვლავებს, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ჯერ მომავალ მატჩზე ვართ კონცენტრირებულები, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს გუნდში ნებისმიერი დიდი ფეხბურთელი შეიძლება მოხვდეს", - განაცხადა მან.
პოჩეტინო ნეიმარის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გუნდმა თითოეული ფეხბურთელის პოზიციაზე უნდა იზრუნოს, რათა მათ მოედანზე მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.
"ჩვენ დავეხმარებით ნეიმარს იმაში, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ, ბრაზილიელმა მოედანზე თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს. მოედანზე ბევრი ლიდერია და თითოეულ მათგანს ამისი ჩვენება სურს. ფეხბურთელებთან კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ შევქმნით სისტემას, სადაც ყოველი მხარე გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნა პოჩეტინომ.
პირველ მატჩს "პსჟ" პოჩეტინოს ხელმძღვანელობით დღეს, 23:59-ზე გამართავს: პარიზელები გასვლით მატჩში სენტ ეტიენს დაუპირისპირდებიან.
 
 

სხვა სტატიები