Belive

პოჩეტინო: "მესის გვერდით თამაშთან ახლოს ვიყავი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" არგენტინელმა სპეციალისტმა, მაურისიო პოჩეტინომ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი 2005 წელს "ესპანიოლში" გადასვლასთან ახლოს იყო - იმ პერიოდში ესპანური გუნდის ღირსებას მაურისიო პოჩეტინო იცავდა. 2005 წელს მესიმ "იუვენტუსის" წინააღმდეგ "გამპერის თასზე" შესანიშნადავ ითამაშა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ამის შემდგომ, "ბარსელონამ" მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტა. "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც მისი მომზადებული გუნდი "უემბლიზე" სწორედ "ბარსელონას" დაუპირისპირდება. პოჩეტინოს თქმით, მესი შეუჩერებელია. "მე ვეუბნები ჩემს მოთამაშეებს, რომ სიამოვნება მიიღონ მესის წინააღმდეგ თამაშით. ისინი  ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშებენ". არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე 103 ბურთი აქვს გატანილი და ამასთან, რვა ჰეთ-თრიკი შესრულება მოახერხა.  

სხვა სტატიები