Belive

პოჩეტინო მესიზე: ,,მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელია, ბურთი მას უნდა მისცეთ, პსჟ-ში ეს გვაკლდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელმა სპეციალისტმა, მაურისიო პოჩეტინომ, ლეო მესისთან ერთად მუშაობაზე ისაუბრა:

,,ეს მარადონას გვერდით თამაშის შეგრძნებას ჰგავს. მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი შემოვიდა, ამიტომ ბურთი მას უნდა მისცეთ. ეს ,,პსჟ-ში'' გვაკლდა, განსაკუთრებით პირველ სეზონში. როცა ბურთს მესი მიიღებს, თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ, რადგან ის ყველაფერს თავად გადაწყვეტს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკშია, მასთან მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე. მაშინ ლეო კოპა ამერიკადან ახალი დაბრუნებული იყო და მხოლოდ თვენახევარი იყო გასული მას შემდეგ, რაც ,,ბარსელონა'' დატოვა,'' - განაცხადა პოჩეტინომ.

პოჩეტინო ,,პსჟ-ს'' 2021 წლის იავნრიდან მიმდინარე წლის 5 ივლისამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მესიმ პარიზულ კლუბში 34 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები