Belive

პოჩეტინო: ,,რეალის დამარცხებასთან ახლოს ჩვენ უფრო ვიყავით, ვიდრე ჩელსი და სიტი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,რეალთან'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მარცხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
,,რეალის დამარცხებასთან ახლოს ჩვენ უფრო ვიყავით, ვიდრე ჩელსი და სიტი. სამწუხაროდ, ცუდი მომენტები გვქონდა, რის გამოც მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით,'' - პოჩეტინოს სიტყვებს Marca ციტირებს.
,,პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალიდან მადრიდის ,,რეალმა'' გამოთიშა. ,,სამეფო გუნდმა'' მეოთხედფინალში ,,ჩელსის'', ნახევარფინალში კი ,,მანჩესტერ სიტის'' მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ,,ლივერპულს'' დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები