Belive

პოჩეტინო: "ტრანსფერების განხორციელება კლუბის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა, მე არ მეხება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატრანსფერო საქმიანობა კლუბს ეხება და არა მას. "ტრანსფერების განხორციელება კლუბის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა, მე არ მეხება. ჩემი მოვალეობა ფეხბურთელებისათვის სწორი ვარჯიშების შერჩევა, მოედანზე გუნდის სწორი ტაქტიკური მონახაზით გაყვანა, გუნდის ერთსულოვნება და კიდევ ბევრი რამაა, თუმცა სატრანსფერო საქმიანობაში მე არ ვერევი", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. ჟურნალისტებმა პოჩეტინოს ისიც ჰკითხეს უნდოდა თუ არა ტრანსფერებში მონაწილეობის მიღება. "თუ ამ ყველაფერს გუნდის მესვეურები გადაწვეტენ რატომაც არა, სატრანსფერო საქმიანობაშიც მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე ამ ყველაფერს კლუბის ხელმძღვანელობა უდგას სათავეში", - დასძინა პოჩეტინომ. შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი 9 აგვისტოდან აიღებს სტარტს.  

სხვა სტატიები