Belive

პოჩეტინომ განმარტა, რატომ შეცვალა მესი ლილთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ისაუბრა ლეო მესის მდგომარეობაზე, რომელიც სპეციალისტმა ,,ლილთან'' მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, მოედნიდან გაიყვანა:
,,სიახლე მესის შესახებ? უნდა დაველოდოთ, შესვენებაზე ექიმებთან ვისაუბრეთ. მისი ცვლილება სიფრთხილით იყო გამოწვეული, მას თამაშის გაგრძელება არ შეეძლო. იმედი გვაქვს, ლეოს სერიოზული არაფერი სჭირს და მომავალ მატჩში თამაშს შეძლებს,'' - განაცხადა პოჩეტინომ.
ფრანგული პრესის ცნობით, მესიმ კუნთზე დისკომფორტი მატჩისწინა ვარჯისზეც იგრძნო, ამიტომ პოჩეტინომ ტრავმის გართულება თავიდან ცვლილებით აირიდა. ლიგა 1-ის მე-12 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლილს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პარიზელებმა გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანეს.

სხვა სტატიები