Belive

პოჩეტინომ მესის ცვლილების მიზეზი განმარტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "პსჟ" "ლიონს" დაუპირისპირდა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრის 76-ე წუთზე, იმ დროს, როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (1:1) ფიქსირდებოდა, მაურისიო პოჩეტინომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ლეო მესი შეცვალა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა შეცვლის გამო, გაკვირვება ვერ დამალა.

პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მესის ცვლილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ "პსჟ"-ს წინ ურთულესი მატჩები ელის. პოჩეტინოს მტკიცებით, მას არ სურდა მესის ტრავმის მიღება და მომდევნო მატჩებისათვის დაასვენა.
"გადაწყვეტილება მხოლოდ იმის გამო მივიღე, რომ მესის შესაძლოა ტრავმა მიეღო. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ის უნდა დავიცვათ." "35 ფეხბურთელისგან შემდგარი ძალიან კარგი გუნდი გვყავს. გვიწევს რთული გადაწყვეტილებას მიღება, თუ რომელ ფეხბურთელს დავაყენებთ სასტარტო შემადგენლობაში. მატჩის მსვლელობისას შეცვლების განხორციელება გარდაუვალია."  "ზოგჯერ ეს ცვლილებები ამართლებს - ზოგჯერ არა. სწორედ ამიტომ ვდგავართ სათადარიგოთა სკამთან და გამოსავალს ვეძებთ. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მიიღო და მნიშვნელობა არ აქვს გაამართლებს თუ არა. მოგწონს თუ არა - გადაწყვეტილება უნდა მიიღო", - აღნიშნა მაურისიო პოჩეტინომ. 

სხვა სტატიები