Belive

პოჩეტინომ პსჟ-ს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სთხოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის ხელმძღვანელობას კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სთხოვა. ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს. გამოცემა არგენტინელის გადაწყვეტილების მიზეზად ,,რეალ მადრიდისა'' და ლონდონის ,,ტოტენჰემის'' დაინტერესებას ასახელებს. პოჩეტინოს, რომელმაც ,,პსჟ'' მიმდინარე წლის 2 იანვარს ჩაიბარა, პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს. სპეციალისტმა ,,პარი სენ ჟერმენთან'' ერთად სადებიუტო სეზონში საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო.



 

სხვა სტატიები