Belive

პოჩეტინომ ტოტენჰემის დატოვება არ გამორიცხა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "დეზების" დატოვება არ გამორიცხა, არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით არაა გამორიცხული რომ მან "უაით ჰართ ლეინი" დატოვოს. ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებოდა თუ არა იგი მომავალ წელსაც "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, პოჩეტინომ უპასუხა: "არ შემიძლია დარჩენის პირობა დავდო. მე პატივს ვცემ ჩემს კონტრაქტს, თუმცა 5 წლიანი ხელშეკრულება არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვის აქ ვიქნები" - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ პოჩეტინო ლონდონელთა თავკაცად 2014 წელს დაინიშნა, პრესაში აქტიურად იწერება, რომ არგენტინელის გადმობირება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რომელიც ოლე გუნარ სოლსკიაერს ჯერჯერობით მუდმივ მწვრთნელად არ განიხილავს, "დეზების" თავკაცის ორაზროვანი წინადადება კი მისი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების ეჭვებს ამძაფრებს.

სხვა სტატიები