Belive

პოჩეტინოს ვადა მისცეს, არგენტინელი ჩემოდნებზე ზის 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ შესაძლოა მიმდინარე სეზონი ბოლომდე ვერ ჩაამთავროს. ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ფინალისტმა მიმდინარე გათამაშება არადამაჯერებლად დაიწყო და გარდა იმისა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მიუნხენის "ბაიერნთან" 2:7 განადგურდა, პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ, მეცხრე ადგილზეა. ასეთი შედეგებით "დეზების" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და არგენტინელი სპეციალისტის დათხოვნას არ გამორიცხავს. The Telegraph-ი იმასაც წერს, უფროსებმა პოჩეტინოს ვადა მისცეს და იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ტურში გუნდი "ვესტ ჰემთან" დამარცხდება, კონტრაქტს გაუწყვეტენო. ამჟამინდელი კონტრაქტი პოჩეტინო "ტოტენჰემს" 2023 წლამდე უკავშირდება. "ტოტენჰემი"-"ვესტ ჰემის" პრინციპული დერბი 23 ნოემბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ შედგება.

სხვა სტატიები