Belive

პოჩეტინოს მსურველი გამოუჩნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად შემადგენლობის გაძლიერების მსურველ კლუბებს, ისინიც ემატებიან, ვისაც მთავარი მწვრთნელის პრობლემა აქვს. პორტუგალიელების ინტერესს მაურისიო პოჩეტინო წარმოადგენს, რომელიც "ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელია და ამჟამად არცერთ კლუბს არ უდგას სათავეში. პორტუგალიური კლუბი საკმაოდ დიდ ინტერესს გამოთქვამს არგენტინელი სპეციალისტისადმი. TSF-ის ცნობით, "ბენფიკას" მესვეურებს პოჩეტინოსათვის საკუთარი კლუბის მიბარება სურთ. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი თავკაცის მოყვანის საკითხზე "მარიტიმოს" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ დაფიქრდა და სამიზნეც მალევე შეარჩია. პოჩეტინოს მოსაზრება და დამატებითი დეტალები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის ცნობილი არაა.

სხვა სტატიები