Belive

პოჩეტინოზე თითქმის 2-ჯერ მეტი - როგორია მოურინიოს ხელფასი ტოტენჰემში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემმა" მთაცარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ინფორმაცია საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა. არგენტინელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში 2014 წელს მივიდა და ყველაზე დიდ წარმატებას წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით მიაღწია. უნდა ითქვას, რომ "ტოტენჰემი" მიმდინარე სეზონში ცუდად გამოიყურებოდა. "სპურსი" პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ მე-14 პოზიციაზე იმყოფება, რაც ლონდონელებისთვის საშინელი შედეგია. პოჩეტინოს გაშვებიდან 12 საათზე ნაკლებში "ტოტენჰემმა" პოჩეტინოს შემცვლელად ჟოზე მოურინიო დანიშნა. შეგახსენეთ, რომ პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატოვების შემდეგ უმუშევარი იყო. როგორც ცნობილია, მოურინიო "ტოტენჰემში" ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს, რაც პოჩეტინოს ანაზღაურებაზე თითქმის 2-ჯერ მეტია - 8.5 მილიონი.

სხვა სტატიები