Belive

პოდოლსკის გერმანიის ნაკრებში დაბრუნება სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს, ლუკას პოდოლსკის, გერმანიის ნაკრებში დაბრუნება სურს. წარმოშობით პოლონელმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მზად არის, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გერმანიის ნაკრებს შეუერთდეს. "ნაკრებში დაბრუნება მინდა. გამოცდილი ფეხბურთელი ვარ, მითამაშია არაერთ ტურნირზე და ამასთან, იაპონიას კარგად ვიცნობ," განაცხადა პოდოლსკიმ გერმანულ Bild-თან საუბრისას. გერმანიის ნაკრებში პოდოლსკის 130 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 49 გოლის გატანა შეძლო. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე გერმანიის სახელით ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს, თუმცა გუნდს 3 გამოცდილი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვს. 34 წლის პოდოლსკი ამჟამად იაპონური "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს და საინტერესოა, მიიღებს თუ არა მის შემოთავაზებას ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, შტეფან კუნცი. სავარაუდოა, რომ შტეფან კუნცი ტოკიოში კევინ ტრაპს წაიყვანს - 29 წლის მეკარეს გერმანიის ნაკრებში მანუელ ნოიერისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით უძლიერესი კონკურენტები ჰყავს, თუმცა მასზე დაყრდნობა თავისუფლად შეიძლება. ტოკიოს ოლიმპიადა მომავალ წელს, 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტომდე გაგრძელდება.

სხვა სტატიები