Belive

პოგბა ბრაიტონთან თამაშის შემდეგ: „მეტოქის ძალები არასწორად შევაფასეთ“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის პირველ მატჩში "ბრაიტონთან" მოულოდნელი ანგარიშით (3:2) წააგო. აღსანიშნავია ისიც, რომ დე ხეას კარი „ბრაიტონის“ ფეხბურთელებმა 3-ჯერ მატჩის პირველივე ტაიმში აიღეს. არათანაბარი ძალების მიუხედავად, მანჩესტერელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერც მეორე ტაიმში მოახერხეს. განვლილი მატჩი „წითელი ეშმაკების“ კაპიტანმა, პოლ პოგბამ შეაფასა: გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. ჩვენთან შედარებით, მათ მეტოქის დამარცხების უფრო დიდი სურვილი გააჩნდათ. პირველ რიგში ჩემს თავზე ვსაუბრობ, მეტოქის ძალები სათანადოდ არ შევაფასეთ და ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება," აღნიშნა ფრანგმა ნახევარმცველმა. ანგარიში გლენ მიურეიმ გახსნა, ხოლო შეინ დაფიმ ანგარიში 2-მდე გაზარდა. რომელუ ლუკაკუს გოლმა მანჩესტერის გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, თუმცა პასკალ გროსმა მალე სტატუს-კვოს აღდგენა მოახერხა. მომდევნო მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" ოლდ ტრაფორდზე ტოტენჰემთან გამართავს.

სხვა სტატიები